ღმერთს შეუძლია ნებისმიერი სირთულე თქვენდა სასიკეთოდ შემოატრიალოს

„აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა გაეკეთებინა ის, რაც ახლა არის: სიცოცხლე შეენარჩუნებინა უამრავი ხალხისათვის“. –  დაბადება 50:20

დიდი ხნის წინ ღმერთმა გულში მითხრა: „ჯოის, შენ მხოლოდ შენი ცხვირის წინ იყურები (რაც არც თუ ისე შორი მანძილია) და თვლი, რომ თუ რაღაც სასიკეთოდ არ გეჩვენება, ე.ი. საზიანოა. მე კი დასაწყისს და დასასრულს ერთდროულად ვხედავ, რადგან მე თავად ვარ ყველაფრის დასაწყისი და დასასრული, ჩემთვის ცნობილია შენთვის უცნობი საკითხები“.

ჩვენ მხოლოდ ნაწილი ვიცით…, ღმერთისთვის კი ყველაფერია ცნობილი.

დაბადების 50:20-ში იოსები თავის ძმებს ესაუბრება, რომლებიც სასტიკად მოექცნენ მას – ჯერ ორმოში ჩააგდეს, შენდეგ კი მონად გაყიდეს. ისინი თვლიდნენ, რომ ზიანს აყენებდნენ მას, მაგრამ ღმერთმა ყველა ეს მოვლენა თავისი გეგმის აღსრულებისათვის გამოიყენა, რის შედეგადაც იოსებმა მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობა დაიკავა.

ზოგჯერ, ის რაც საშინელებად და აუტანლად გვეჩვენება, დიდებულ კურთხევად იქცევა ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. ძლიერ განსაცდელს ყველაზე მეტად შეუძლია თქვენი რწმენის განმტკიცება. შესაძლოა, თქვენც „ორმოში“ ხართ ჩავარდნილი, მარგამ ღმერთს გააჩნია გეგმა, რათა ეს ვითარება გამოიყენოს იმისათვის, რომ თქვენ მისი მოწოდების აღსრულება დაიწყოთ. გახსოვდეთ, ღმერთი ყველაფერს ხედავს და მას შეუძლია ნებისმიერი სირთულე თქვენდა სასიკეთოდ შემოგიტრიალოთ.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მე „ჩემს ცხვირს მიღმა“ ვერ ვხედავ, მაგრამ შემიძლია გენდო, რადგან ვიცი, შენ ყველაფერს ხედავ. მწამს, რომ შენ ნებისმიერი სირთულის ჩემდა სასიკეთოდ გამოყენება შეგიძლია.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon