„…შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი …“. – მარკოზის 12:31
რთულია იხარო ცხოვრებით, თუ საკუთარი თავი არ მოგწონს. ადამიანებს, რომელთაც საკუთარი თავის მიღება არ შეუძლიათ და თვითჰარმონიას ვერ აღწევენ, უჭირთ სხვა ადამიანების მიღება და მათთან ჰარმონიულ ურთიერთობაში ყოფნა.
რაც შემეხება მე – მრავალი წლის მანძილზე მიჭირდა ადამიანებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება, სანამ ღმერთის სიტყვის მეშვეობით არ გავიაზრე, რომ აღნიშნული პრობლემის მიზეზი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება იყო საკუთარი თავის მიმართ. მე ჩემი თავი არ მიყვარდა!
ბიბლიაში ნათქვამია, რომ კეთილ ხეს კეთილი ნაყოფი მოაქვს, ხოლო დამპალ ხეს კი დამპალი ნაყოფი. ამის მსგავსად, ჩვენი ცხოვრების „ნაყოფი“ დამოკიდებულია ჩვენს „ფესვებზე“. თუ თქვენს „ფესვებში“ სირცხვილი, დანაშაულისა და არასრულფასოვნების გრძნობა, უარყოფა, სიყვარულის და მიმღებლობის ნაკლებობაა, მაშინ სხვა ადამიანებთან თქვენი ურთიერთობის ნაყოფი გაფუჭებული იქნება.
მაგრამ, თუ თქვენ ღმერთის თქვენდამი უპირობო სიყვარულს ირწმუნებთ და საკუთარ თავსა და თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს შეიყვარებთ და მიიღებთ, მაშინ ეს ახალი ფესვი კეთილ ნაყოფს გამოიღებს და თქვენი ურთიერთბები გაუმჯობესდება.
როგორი ფესვები გაქვთ? გამოიკვლიეთ თქვენი გული და ილოცეთ, რომ ღმერთმა თავისი სიყვარულის ნიადაგში „გადაგრგათ“, რათა ჭეშმარიტად შეიყვაროთ საკუთარი თავი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები. დარწმუნდით, რომ თქვენ ღმერთში და მის სიყვარულში ღრმად გაქვთ ფესვები გადგმული!
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მინდა რომ ფესვები შენს სიყვარულში ღრმად მქონდეს გადგმული. შენი სიყვარულის გარეშე, შეუძლებელია მიყვარდეს ჩემი თავი და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები. ამიტომ, დღესვე ვღებულობ შენს უპირობო სიყვარულს ჩემდამი.