
„…[შეურყევლად] სამართლიანი და [უკომპრომისოდ] მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს“. – აბაკუმი 2:4
რწმენა ის სიტყვაა, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება განსაკუთრებით გავართულოთ. რწმენა ნიშნავს „დაჯერებას ანდა სრულ ნდობას“. ეს სიტყვა ასევე მოიცავს ერთგულებას და თავდადებულებას.
რწმენა განსაკუთრებულად დიდი და რთული კონცეფცია არ არის, რომელთან მიმართებაში ჩვენ არ უნდა დავიძაბოთ. ღმერთისადმი ნამდვილი ნდობა აცნობიერებს და აღიარებს, რომ იესოს გარდაცვალებისა და აღდგომის გზავნილი სრული ჭეშმარიტებაა. ის იწყება ჩვენი სიტყვებით „ეს ჩემთვის გასაგებია და მე მასზე ჩემს ცხოვრებას დავაყრდნობ“.
ბიბლია გვეუბნება, რომ უკომპრომისოდ მართალი ადამიანი რწმენითა და ერთგულებით იცოცხლებს. მართალი ადამიანის უკომპრომისო ცხოვრება მათზე მიუთითებს, რომლებიც იესო ქრისტეს ჯვარზე წამების მეშვეობით გამართლდნენ.
რწმენის მეშვეობით ჩვენ ვმართლდებით და ღმერთი ჩვენ, როგორც თავის საკუთარ შვილებს გვღებულობს.
დღეს მოგიწოდებ რწმენის საფუძვლებს დაუბრუნდე. ვიცი, როდესაც ჩვენს რწმენას ღმერთზე ვამყარებთ, ჩვენ ვმართლდებით. იცხოვრე ღმერთისადმი ნდობით, ის შენ მოსიყვარულე, ფართოდ გაშლილი ხელებით გიახლოვდება, მზადაა მიგიღოს და უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.
დაიწყე ლოცვა
უფალო, მადლიერი ვარ, რომ ჩემი რწმენა შემიძლია შენზე დავამყარო და შემიძლია „უკომპრომისო მართალი გავხდე“. დღეიდან, მე შენდამი რწმენით ვიცოცხლებ.