შენ მხოლოდ ღმერთის წინაშე ხარ ანგარიშვალდებული

„ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ჩააბარებს ღმერთს ანგარიშს [პასუხს აგებს ღვთის სამსჯავროზე]“. – რომაელთა 14:12

მრავალი ადამიანი არასოდეს ახდენს ღმერთის მიერ განსაზღვრული მოწოდების შესრულებას თავიანთ ცხოვრებაში, ვინაიდან ძალზედ დაკავებულები არიან სხვა ადამიანთა გაბედნიერებით. დედამიწა სავსეა ადამიანებით, ვინც თვლიან, რომ იციან შენ რა უნდა გააკეთო ცხოვრებაში.

მაგრამ ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენ საკუთარი ცხოვრების ანგარიში ღმერთს უნდა ჩავაბაროთ და სხვა არავის. ამიტომ, საჭიროა რომ ყოველი დღე ღმერთის მადლით ვიცხოვროთ, თანაც ისე, რომ ღმერთს ვაამოთ.

ბედავ და საკუთარ გულს მიჰყვები და არა ადამიანთა უმრავლესობას? თუ უსმენ ქრისტეს მაშინაც, როდესაც შენს გარშემო არსებული მრავალი ხმა ცდილობს შენს მოწოდებას ჩამოგაშოროს?

დედამიწაზე ორი ტიპის ადამიანები არსებობენ: ისინი, ვინც ელოდება, რომ რაღაც მოხდება და ისინი ვინც თავად ახდენენ რაღაცეებს. ღმერთმა მოგიწოდა, რომ მისი სამეფოსათვის დიდებული საქმეები გააკეთო და ქრისტეს მადლით მან ყველაფერი გიბოძა, რაც კი მათ განსახორციელებლად შეიძლება დაგჭირდეს.

ამიტომ მიზანდასახულად იცხოვრე. ნუ მოდუნდები და დაუწყებ ყურებას გარშემო მყოფი ადამიანები რას გააკეთებენ, რათა შემდეგ სხვების მსგავსად მოიქცე. გაამხნევე საკუთარი თავი, მიიღე გადაწყვეტილება და დაიწყე ქმედება!

დაიწყე ლოცვა

უფალო, მინდა ისე ვიცხოვრო, რომ მხოლოდ შენ გაამო, არა სხვებს. გაბედულად მივილტვი შენს მიერ ჩემი ცხოვრებისათვის განსაზღვრული ნების აღსასრულებლად. უკან არ დავიხევ, მიზანდასახულად ჩემ ცხოვრებას შენთვის ვიცხოვრებ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon