
„…ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს“. – გამოცხადება 3:7
ჩვენს ცხოვრებაში არსებობს ისეთი კრიტიკული მომენტები, როდესაც განსაკუთრებით გვესაჭიროება იმის ცოდნას, რომ ზუსტად ვხვდებოდეთ გვესმის თუ არა ღმერთის ხმა.
ყოველთვის ადვილი არ არის, გაარჩიო უფლის ხმა საკუთარი ემოციური მსჯელობისგან.
საკუთარი გამოცდილებიდან კი ვიცი, რომ ღმერთს შეუძლია გააღოს შესაძლებლობების კარი, რომელსაც ვერავინ დახურავს და შეუძლია დახუროს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ გავაღებთ. მრავალი წელი გავატარე იმის მცდელობაში, რომ ჩემს ცხოვრებაში ის მომხდარიყო, რაც მე მსურდა, შედეგი კი იმედგაცრუება და გულგატეხილობა იყო. თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ როდესაც ღმერთზე ვართ დამოკიდებულნი, როცა ვეძებთ უფალს, მის ნებასა და განზრახვებს, ის მადლს გვანიჭებს და ყველაფერი ბევრად იოლი ხდება.
უფალი ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიძღვის წინ და თუ ერთ ნაბიჯსაც კი არასწორი მიმართულებით გადადგამ, ის გამხელს და გაფრთხილებს, სანამ ძალიან შორს შეტოპავ. გახსოვდეთ, რომ მისი მიზნები თქვენს მიზნებზე აღმატებულია. ის დასასრულს დასაწყისშივე ხედავს, ხოლო მისი ყველა გზა ჭეშმარიტია. იცის რა გჭირდება ცხოვრებაში, ასე რომ, მოუსმინე, მიჰყევი მის ხმას და არ დარჩები მოტყუებული.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო გენდობი, რომ შენ გააღებ სწორ კარს ჩემს ცხოვრებაში და დახურავ არასწორს. იმ დროსაც, როდესაც არ ვიცი რა ვქნა, მწამს, რომ შენი ხმა შემიძლია გავიგონო და შენს ნებას დავემორჩილო.