მსხვერპლის გაღება ქორწინებაში

„თუ მე ადამიანთა და [თუნდაც] ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს (ღრმა, გააზრებული სულიერი ერთგულება, რომელიც ღმერთის ჩვენდამი სიყვარულით არის შთაგონებული), მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა“. – 1 კორინთელთა 13:1

ჩვენი ქორწინების დასაწყისში, ღმერთს დასჭირდა ჩემთვის ესწავლებინა, რომ დეივის ჭეშმარიტი სიყვარული ნიშნავდა იმას, რომ ზოგჯერ მე მსხვეპრლის გაღება მომიწევდა. მანამდე ყველაფერი ჩემებურად მსურდა რომ ყოფილიყო, ჩემი ინტერესებით ვცხოვრობდი და იმ ჩხარუნა წინწილას მსგავსი ვიყავი, რომელიც 1 კორინთელთა 13:1-შია ნახსენები.

სიყვარული ზრდასრულობის უმაღლესი ფორმაა და ის ხშირად მსხვერპლის გაღებას მოითხოვს. თუ საყვარელი ადამიანისთვის მსხვერპლის გაღებას არ შეგვიძლია, მაშინ შესაძლოა, ჩვენ ეს ადამიანი ჭეშმარიტი სიყვარულით არ გვიყვარდეს. თუ ჩვენ არ ვართ მზად ამ ადამიანისათვის დათმობაზე წავიდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სავარაუდოდ, უბრალოდ ამ ადამიანის ჩვენდამი კეთილი მოპყრობა მოგვწონს და ჩვენ თავს ვაჩვენებთ, თითქოს გვიყვარს ეს ადამიანი, რათა მისი კონტროლი შეგვეძლოს.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ ჭეშმარიტ სიყვარულს გაცემა უხარია. თქვენი გადაწყვეტილებები, ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს თქვენი მეუღლის ინტერესებს. ამაში გამოიხატება თქვენი მხრიდან მსხვერპლის გაღება.

ღმერთს სურს, რომ მეუღლეებს ერთმანეთი უპირობოდ უყვარდეთ და რომ ერთმანეთისათვის მსხვერპლზე მიდიოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის არ იქნება ისე, როგორც თქვენ გინდათ. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ მეუღლეები, რომლებმაც უარყვეს ეგოისტური სურვილები, თავის ქორწინებაში ჭეშმარიტად ბედნიერები იქნებიან!


დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მსურს ჩემ ქორწინებაში ჭეშმარიტი სიყვარული სუფევდეს. დღესვე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ ამიერიდან გამუდმებით ჩემს სურვილებზე აღარ ვიქნები კონცენტრირებული და საყვარელი ადამიანისათვის დავთმობ იმას, რაც მე მინდა.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon