„ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო!“ – მათეს 23:24
ძნელი წარმოსადგენია, რამდენი დენომინაცია და დამოუკიდებელი ეკლესია არსებოს დღეისათვის, მაგრამ მხოლოდ ერთი ბიბლია გვაქვს და მხოლოდ ერთი გზავნილი. წლების მანძილზე, სიამაყისა და შეზღუდული აზროვნების გამო, ადამიანებმა იგრძნეს საჭიროება უამრავი ეკლესიებისა და ეკლესიური ჯგუფების არსებობისა, ბიბლიის განსხვავებული ვერსიებისაც კი, რათა მხარი დაეჭირათ სხვადასხვა განმარტებებისთვის იმის
შესახებ, თუ რას თვლიან ისინი რომ ბიბლია გვასწავლის.
მივედი დასკვნამდე, რომ არც ერთი ჩვენთაგანი 100% მართალი არ არის. უმრავლესობა იმისა, რისთვისაც ვიბრძვით უმნიშვნელოა. მათეს 23:24-ში იესო ეუბნება ფარისევლებს, რომ ისინი კოღოს წურავდნენ, მაგრამ აქლემი ჩაყლაპეს. ისინი იმდენად იყვნენ დაკავებულები უმნიშვნელო საკითხების გარკვევით, რომ სრულიად დაავიწყდათ რაც ჭეშმარიტად იყო მნიშვნელოვანი.
თუ ცრურწმენებს, სიძულვილსა და გაყოფას დავუშვებთ ჩვენს ცხოვრებაში, უძლურები გავხდებით და ვეღარ შევძლებთ მათ შეჩერებას. მხოლოდ თანხმობა და ერთობა უფალ იესოს სიყვარულში მოგვცემს ძალას, რათა ცრურწმენა დავძლიოთ. ღმერთის სიყვარული ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე კრიტიკა და უთანხმოება ადამიანთა შორის.
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, გამოააშკარავე ჩემს გულში არსებული ცოდვა, რომელიც გაყოფის, ცრურწმენის ანდა რაიმე სახის სიძულვილის მიზეზია და ჩემს ცხოვრებაზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას. მინდა შენს სიყვარულში ვიცხოვრო და ერთობა ვიქონიო ჩემს დებთან და ძმებთან ქრისტეში.