აიღე საკუთარ თავზე შენი ბედნიერების პასუხისმგებლობა

„ვიცი, რომ არ არის მათთვის (ადამიანებისათვის) იმაზე უკეთესი, ვიდრე მხიარულება დასიკეთის ქმნა თავის სიცოცხლეში“. – ეკლესიასტე 3:12 (NIV)

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც მივიღე არის ის, რომ ჩემს ბედნიერებას ვერავის ვანდობ. ღმერთმა მოგვცა უნარი, რომ საკუთარ ბედნიერებაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა.

ბევრი ადამიანი არ გრძნობს თავს ბედნიერად, სანამ ვინმე კონკრეტული ადამიანი არ მოიქცევა ისე, როგორც მათ სურთ, ანდა გარკვეული საკითხი არ მოგვარდება ისე, როგორც მათ უნდათ. ყოველდღე ჩვენ ვაძლევთ უფლებას ჩვენს ბედნიერებას დაფუძნებული იყოს სხვა ადამიანთა ქცევაზე ანდა ვითარებებზე, არადა ღმერთს სურს, რომ ჩვენ ბედნიერება მასში ვპოვოთ.

იყო დრო, როდესაც საკუთარი თავი მეცოდებოდა, როდესაც დეივი ჩვენი კონფერენციის მეორე დღესვე გოლფის სათამაშოდ მიდიოდა. მე მინდოდა, რომ ჩემთან ერთად საყიდლებზე წამოსულიყო ან ფილმი გვეყურებინა ერთად. მაგრამ ღმერთმა დამანახა, რომ ჩვენ განტვირთვის და მოდუნების განსხვავებული გზები გვქონდა.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, მაგრამ არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, როგორ ვახვევთ თავს ადამიანებს ჩვენს არარეალურ მოლოდინებს და ვუცდით მოიქცნენ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ღმერთს სურს, რომ უპირველეს ყოვლისა ის ვეძიოთ და ჩვენი ბედნიერება მასზე დავამყაროთ.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ჩემი ბედნიერება შენზე უნდა იყოს დამყარებული, არა ადამიანებზე და გარემოებებზე. დამეხმარე, რომ ჩემი არარეალური მოლოდინები დავინახო, რათა ჩემს ბედნიერებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon