„განთიადამდე ვდგები და შემოგღაღადებ [მარტივ, გულითად ლოცვაში], შენს სიტყვაზე ვარდაიმედებული“. – ფსალმუნი 118:147
დღეს როგორ იწყებ? სიჩქარით ხტები საწოლიდან და ფართხა-ფურთხით გარბიხარ სახლიდან? ტელევიზორს რთავ? ვარჯიშობ? რა რუტინაც არ უნდა გქონდეს დილაობით, ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა არის: დილაობით, რა როლი უკავია ღმერთს?
მრავალი წელი დამჭირდა რომ აღმომეჩინა და ახლა ვიცი, რომ ყოველი დღის საუკეთესო დასაწყისი ღმერთისთვის მადლიერების გამოხატვაა იმისათვის, რაც მან გააკეთა ჩემთვის და თხოვნა იმისა, რომ დამეხამროს კურთხევა ვიყო სხვა ადამიანებისათვის.
მოგიწოდებთ, ყოველ დილას ყურადღება გაამახვილოთ იმ დადებით მოვლენებზე, რაც ღმერთმა გააკეთა თქვენს ცხოვრებაში. დაფიქრდი იმ სირთულეებზე და საშიშროებებზე, რომელიც აგარიდა, როგორ განგკურნა და შეგცვალა და რა დიდებულია იცოდე, რომ ის ზრუნავს შენზე და ისმენს შენს ლოცვებს.
როდესაც ისწავლი დილაობით შენი გონება ღმერთისკენ მიმართო, ის სიმშვიდეს და სიხარულს მოგგვრის, რათა ყოველი დღე მისთვის იცხოვრო.
დაიწყე ლოცვა
უფალო, გადაწყვეტილება მივიღე რომ დღეიდან ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე შენ გეძებო. არაფერია შენთან ყოფნისა და შენი სიმშვიდითა და სიხარულით აღვსებაზე უფრო მნიშვნელოვანი.