საკუტარ სხეულზე ზრუნვა

„ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი [ღმერთმა თქვენთვის ძვირი ფასი გადაიხადა და თავისსაკუთრებად გაქციათ]. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით,
რომლებიც ღვთისაა“. – 1 კორინთელთა 6:20

ზოგიერთ ჩვენგანს არ გვისწავლია საკუთარი სხეულის ისე შეყვარება, რომ სწორად გვეზრუნა მათზე. ამის შესაცვლელად ჯანსაღი ცხოვრების სამ უმთავრეს წინააღმდეგობას უნდა დავუპირისპირდეთ.

ჩვენ არ ვიცით როგორ ვიზრუნოთ საკუთარ სხეულებზე. ცუდმა დიეტებმა, დეზინფორმაციამ, სწრაფმა კვებამ დააბნია ადამიანები და წარმოდგენა შეუცვალა იმაზე, თუ რა არის ჯანსაღი დიეტა და როგორ უნდა მივირთვათ სწორი საკვები, სათანადო რაოდენობით.

ჩვენი შეხედულებები სხეულთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია მედიისა და რეკლამების ზეგავლენით, ჩვენზე მოქმედებს სილამაზის მიუწვდომელი სტანდარტები, ჭარბწონიანობა კი იმდენად არის გავრცელებული, რომ თითქმის ნორმად იქცა. ჩვენ ხელახლა უნდა შევიქმნათ სწორი წარმოდგენა, იმაზე თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჯანსაღი ადამიანი.

ვარჯიში თითქმის მოძველებულია. ჩვენ ცხოვრების იმდენი გასამარტივებელი რამ გამოვიგონეთ, რომ ხშირად ფიზიკური დატვირთვისა და ვარჯიშის გარეშე ვცხოვრობთ. ფეხითაც ბევრად უფრო ნაკლებს დავდივართ. რეალობა კი ის არის, რომ ჩვენი ჯანმრთელობა უმეტესწილად ჩვენი სხეულების ვარჯიშზეა დამოკიდებული.

თუ ამ დაბრკოლებებს შეებრძოლებით, დღესვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დანებდებით. ღმერთი გვეუბნება, რომ კარგად მოვექცეთ ჩვენს სხეულებს, ის კი ყოველთვის დაგვეხმარება იმის გაკეთებაში, რისკენაც თავად მოგვიწოდებს. ასე რომ მიიღეთ გადაწყვეტილება დაეყრდნოთ ღმერთის ძალას და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოთ.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მინდა საკუთარ სხეულზე ზრუნვით და ჯანსაღი ცხოვრების წესით შენ მოგაგო პატივი. მწამს, რომ ჩემში არსებული შენი დიდებული ძალის მეშვეობით, შემიძლია საჭირო ცვლილებები მოვახდინო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon