„ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი (უსასყიდლო, დიდი, სავსე) ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა [მომღვრელი] მამისაგან, რომელთანაც [რომლის ნათებაში] არ არის ცვლილება და არც [წამიერი] ჩრდილი ცვალებადობისა“. – იაკობის 1:17
შემზარავი ტრადეგიის შემთხვევისას, ღმერთზე გაბრაზება გავრცელებული რეაქციაა. ადამიანები ხშირად კითხულობენ: „თუ ღმერთი კეთილი, ყოვლისშემძლე და სიყვარულით აღსავსეა, რატომ არ შეაჩერა ის, რაც ამხელა ტკივილის მიზეზი გახდა?“ ეს არის ის მომენტი, როდესაც სატანა ცდილობს გულნატკენ ადამიანთა და ღმერთს შორის დიდი კედელი ამოაშენოს. ის ეძებს შესაძლებლობას, რათა გვითხრას: „ღმერთი კეთილი არ არის და მისი ნდობა არ შეიძლება“. მაგრამ, ჩვენ ვიცით სიმართლე და ღმერთის სიტყვა გვეუბნება, რომ სატანა მატყუარა და ყველანაირი სიცრუის მამაა.
წაიკითხე იაკობის 1:17. ყველაფერი კარგი ღმერთისაგან მოდის. ღმერთი კეთილია და ის სხვანაირი ვერ იქნება. უფრო მეტიც, ღმერთი უცვლელია. ის მუდამ სანდო და ურყევია. ღმერთი მუდამ კეთილია.
აშკარაა, რომ ღმერთი ყოველთვის მყისვე არ აჩერებს ტრაგედიებს და ჩვენ ხშირად არ გვაქვს პასუხი იმაზე, თუ რატომ ხდება ცუდი რაღაცეები. 1 კორინთელთა 13:12 ამბობს: „… ახლა ვიცი მცირეოდენი (არა სრულყოფილად)“. უნდა გვახსოვდეს, რომ რწმენა ყოველთვის
ითვალისწინებს პასუხგაუცემელი კითხვების არსებობას. საჭიროა მივაღწიოთ კმაყოფილებას იმაში, რომ ვიცნობთ ღმერთს, რომელმაც ყოველივე იცის და ჩვენი ნდობა მასზე დავამყაროთ.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, ყოველთვის შეიძლება ვერ ვხვდეოდე, რატომ ხდება ცუდი რაღაცეები, მაგრამ ვიცი, რომ შენ კეთილი ხარ. როდესაც არ მესმის რატომ ხდება რაღაც, ნუგეშს შენში მოვიპოვებ.