
„კაცი თავის გულში გეგმავს გზას, ნაბიჯებს კი უფალი წარუმართავს“. – იგავნი 16:9
ადამიანები ხშირად მეკითხებიან, როგორ შუძლიათ გაიგონ, თუ რა არის ღვთის ნება მათი
ცხოვრებისთვის. ზოგი მათგანი წლების განმავლობაში ელოდება ღმერთის ხმის მოსმენასა და
ზებუნებრივი მიმართულების მიღებას.
მაგრამ შენს გულში ღმერთის ხმის მოსმენა უფრო
პრაქტიკული რამ არის. მე ხშირად ვეუბნები ადამიანებს, რომ გადადგან ნაბიჯი და თავად
გააკეთონ აღმოჩენა.
ღმერთთან ურთიერთობის დასაწყისში, მსურდა მისი მსახური ვყოფილიყავი, ვგრძნობდი,
რომ მან მოწოდება მომცა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ზუსტად რა უნდა გამეკეთებინა, ამიტომ
ჩემთვის ხელმისაწვდომი, სხვადასხვა შესაძლებლობების მოსინჯვა დავიწყე.
ბევრმა მათგანმა ჩემთვის არ იმუშავა, მაგრამ ვაგრძელებდი სხვადასხვა რაღაცების მოსინჯვას,
სანამ არ აღმოვაჩინე ის სფერო, რომელიც საჩემო იყო. როგორც იქნა, მე ვიგრძენი შინაგანი სიცოცხლე, როცა ადამიანებისთვის ღვთის სიტყვის გაზიარების საშუალება მომეცა.
სიხარულს მანიჭებდა სწავლება და აშკარა იყო, რომ ღმერთმა მომცა ამის კეთების უნარი. მაშინ
მივხვდი, რომ ჩემი ადგილი ვიპოვნე მსახურებაში.
ზოგჯერ ერთადერთი გზა ღმერთის ნების აღმოსაჩენად არის, ის რასაც მე ვეძახი „გადადგი
ნაბიჯი და იპოვე“. თუ ლოცულობ გარკვეულ სიტუაციაზე და არ იცი რა უნდა გააკეთო,
გადადგით რწმენის ნაბიჯი, ნუ შეგეშინდება შეცდომების დაშვების.
გადადგი ნაბიჯი და
ღმერთი წინ გაგიძღვება.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო გენდობი და ვიცი, რომ შენ გამიკვლევ გზას, ამიტომ არ მეშინია გადავდგა წინ ნაბიჯი
და აღმოვაჩინო, რა გაქვს ჩემთვის ჩაფიქრებული.