„ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში [თქვენი რწმენის გამოცდილებით], რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში (გარდმოიღვრებოდეს)“. – რომაელთა 15:13
რამოდემინე წლის წინ განსაკუთრებულ სირთულეს გავდიოდი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში არანაირი სიხარული და სიმშვიდე არ არსებობდა. ყოველი შეცდომის დაშვებისას, ვბრაზდებოდი რა, რომ „სრულყოფილი ქრისტიანი“ არ ვიყავი, უცბად ვდებდი საკუთარ თავს მსჯავრს.
ერთ დღეს რომაელთა 15:13 წავიკითხე: „ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში…“ და უეცრად მივხვდი, გამოცხადება მივიღე!
გავიაზრე, რომ ეჭვში და ურწმუნოებაში ჩავვარდი და ეშმაკს მრისხანებით, ნეგატიური განწყობით და მოუთმენლობით ჩემი თავის დათრგუნვის საშუალება მივეცი. მივხვდი, რომ ღვთის ჭეშმარიტება დამავიწყდა: ღმერთის რწმენას და მისი სიტყვის ნდობას სიმშვიდე და იმედი მოაქვს, რომელთა მეშვეობით საკუთარი სისუსტეების დაძლევა შემიძლია.
ღმერთის სიტყვამ მიპასუხა, რომ იესოს ძლიერ ვუყვარვარ და მან არა მხოლოდ ჩემი ყველა წარსული ცოდვა მომიტევა, მან ასევე წინასწარ მომიტევა ყველა სისუსტე და წარუმატებლობა, რომელსაც მომავალში განვიცდი. მე შევძელი ეშმაკისათვის ამეკრძალა ურწმუნოების მეშვეობით შემოპარულიყო ჩემში, ამის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ.
იცოდე, რომ სიმშვიდე, იმედი და სიხარული დღესვეა შენთვის ხელმისაწვდომი. მიმართე ღმერთის სიტყვას და განმტკიცდი რწმენაში.
დაიწყე ლოცვა
უფალო, ყოველ ჯერზე, როდესაც მტერს სიცრუეს დავუჯერებ, გამახსენე შენი სიტყვის ჭეშმარიტება. შენი რწმენის მეშვეობით, დღეს მე სიმშვიდეს და სიხარულს ვღებულობ.