საუკეთესო ძღვენი, რომლის გაცემა შენ შეგიძლია

„იყავით გულმოწყალენი (კეთილგანწყობილი, მოსიყვარულე, გულითადი და თანამგრძნობიარე), ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე“. – ლუკას 6:36

ეს ძღვენი ყველაზე გასაოცარი რამ არის. რაც უფრო მეტად ვფიქრობ ამაზე, უფრო გაოცებული ვარ. ეს დაუმსახურებელ კურთხევას იძლევა და დამსახურებულ სასჯელს აკავებს. ეს არის ყველაზე დიდებული საჩუქარი, რაც შეგიძლია ვინმეს უბოძო.

ამ საჩუქარს ეწოდება წყალობა. იესო მოვიდა დედამიწაზე და წყალობა გვიბოძა, ახლა კი საჭიროა რომ ჩვენ გამოვიჩინოთ სხვებისთვისადმი გულმოწყალება.

იესომ საკუთარი მაგალითით გვასწავლა, რომ გვიყვარდეს და ვლოცულობდეთ ჩვენი მტრებისთვის, რომ მეგობრულად ვეპყრობოდეთ მათ, ვინც არ გვექცევიან ისე, როგორც გვინდა რომ გვექცეოდნენ. გვითხრა, რომ უნდა გავცეთ და ვიზრუნოთ ღარიბებსა და უმწეოებზე, რომლებსაც არასდროს შეეძლებათ სანაცვლოდ გადაგვიხადონ.

შეიძლება იმ ადამიანებისთვის გავცეთ, რომლებსაც შეუძლიათ სანაცვლოდ დაგვასაჩუქრონ, მაგრამ უფრო კურთხეულები ვართ, როცა უპირატესობას ვანიჭებთ მათთვის გაცემას, რომელთაც არ შეუძლიათ გადახდა – სწორედ ეს არის წყალობის გაღება.

უდიდესი ძღვენი, რაც შეგიძლია ღმერთს უბოძო, არის ის, რომ უფრო მეტად დაემსგავსო ქრისტეს. ეს კი შეგიძლია გააკეთო სხვებისადმი ისე მოპყრობით, როგორც იესო გეპყრობა შენ. გაეცი შენი გარშემომყოფებისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი – წყალობა!


დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მადლობას გიხდი შენს მიერ ყოველდღე უხვად ბოძებული წყალობისათვის. ამიერიდან, ვირჩევ, რომ ეს წყალობა სხვა ადამიანებისადმი გამოვიჩინო. ყოველი შესაძლებლობისას, იმავე წყალობას გამოვავლენ სხვების მიმართ, რომელსაც შენ ჩემს მიმართ ავლენ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon