„განა უკეთესი არ არის ადამიანისათვის, რომ ჭამოს და სვას და უჩვენოს კეთილი თავის სულს თავისი შრომით? ესეც ვიხილე მე, რადგან ესეც ღვთის ხელიდანაა ბოძებული“. – ეკლესიასტე 2:24
სიხარული – ფინიშამდე მისაღწევად საჭირო საწვავია, ის ერთგვარი ენერგიაა, რომელიც ძალას გვმატებს რათა დანიშნულების ადგილამდე მივაღწიოთ და დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ. ზოგი ადამიანი გაჭირვებით აღწევს ფინიშს, იღლებიან და ნაწყენდებიან რა გზაში, ისინი კარგავენ დადებით განწყობას. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, საჭიროა გზადაგზა მოთმინება და თავად პროცესით ტკბობა ვისწავლოთ.
მრავალი ადამიანი განუწყვეტლივ მუშაობს და საკუთარი თავი გადაღლილობამდე მიყავს. ისინი სიხარულს და მხიარულებას ქარაფშუტობად აღიქვამენ, არადა ღმერთმა არა მხოლოდ შრომისთვის მოგვიწოდა, არამედ ცხოვრებაში ტკბობისთვისაც. ეკლესიასტეს 2:24-ში ნათქვამია, რომ შრომის შემდეგ ადამიანებისათვის კარგია განტვირთვა და ამ შრომის შედეგით ტკბობა.
მრავალ ადამიანს ამ საკითხებისდმი არასწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. სატანა ჩვენს მოტყუებას ცდილობს, რათა ჩვენ გადავიღალოთ და ემოციურად გამოვიფიტოთ, უკმაყოფილები ვიყოთ და გადატვირთულობის და დიდი პასუხისმგებლობის გამო დაუკმაყოფილებლობის გრძობა გაგვიჩნდეს.
სრულყოფილი დასვენება და განტვირთვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მუშაობა და თვითრეალიზაცია. ჩვენ გულმოდგინედ უნდა შევასრულოთ ღმერთის მიერ ჩვენთვის მოცემული ყველა დავალება, მაგრამ ამავდროულად ბალანსი შევინარჩუნოთ ჩვენს ცხოვრებაში. ამისათვის საჭიროა საკუთარი თავისთვის გამარჯვებების გამო მადლიერების გამოხატვა და წარმატებების აღნიშვნა. ღმერთი თვლის, რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ!
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მინდა დავტკბე ცხოვრებით, რომელიც შენ მომეცი. დამანახე, როგორ ვიმუშაო გულმოდგინედ და ამასთან ერთად როგორ დავისვენო და ვიზეიმო ჩემი წარმატებები. მადლობას გიხდი იმ ცხოვრებისათვის, რომელიც ქრისტეში მაქვს!