“(ღმერთის სიყვარული, რომელშიც ჩვენშია) უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება და ბოროტს არ განიზრახავს [ყურადღებას არ აქცევს უსამართლო მოპყრობას]“. – 1 კორინთელთა 13:5
თითოეული ჩვეთანგანი ხანდახან განვიცდით ხოლმე ტკივილს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწრაფად მიტევება ვისწავლოთ, რათა სულიერად ჯანსაღნი და ძლიერნი ვიყოთ. თუ ვინმემ ტკივილი მოგაყენათ, ნუ გაატარებთ თქვენი ცხოვრების მომდევნო ათ წელს ამ დანაშაულზე გამუდმებით ფიქრსა და თქვენი თავისთვის უარესი ტკივილის მიყენებაში. დიდი ალბათობით, ის ადამიანი არც კი ფიქრობს თქვენზე, მაშინ, როცა თქვენ წლების განმავლობაში მომხდარი ამბით ცხოვრობთ. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ ადამიანს აყენებს ტკივილის – თქვენ.
როდესაც მიუტევლობაში ვართ, ჩვენ ვცდილობთ „შევინარჩუნოთ ანგარიში“ და საკუთარ თავს სხვაზე უკეთეს პიროვნებად ვხედავთ.
ჩვენი ქორწინების პირველ წლებში, როცა მე და დეივი ვჩხუბობდით და ვეუხეშებოდით ერთმანეთს, ხშირად ისეთ რამეს ვუხსენებდი წარსულიდან, რაც თვითონ არც კი ახსოვდა, ასეთ დროს მეკითხებოდა ხოლმე: „სად ინახავ ასეთ რაღაცებს?“ დიახ, მე მქონდა ასეთი ადგილი, სადაც ყველაფერი გროვდებოდა და შიგნიდან მჭამდა, ყველაფერი, რასაც დეივი არასწორად აკეთებდა, ამ სიას ემატებოდა, მანამ, სანამ მწარე გიგანტად არ იქცეოდა ჩემს გულში.
მადლობა ღმერთს, რომ უკეთესი გზით ცხოვრება ვისწავლე! როდესაც ღმერთის სიყვარულით ვცხოვრობთ, შეგვიძლია თავისუფლები ვიყოთ სხვების ჩვენდამი ჩადენილი დანაშაულების დამახსოვრებისა და შენახვისაგან. თუ დღეს უპატიებლობის ტკივილს განიცდი, ღმერთს შენი გათავისუფლება სთხოვე. შეგიძლია დღესვე გაუშვა სიმწარე შენგან!
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, აღარ მინდა ჩემი გულისტკენების თვლა და გულში უპატიებლობის გრძნობით ცხოვრება. მას შენ გადმოგცემ და გთხოვ, დამეხმარე შენს სიყვარულში ვიცხოვრო, რომელიც არ ითვლის, რამდენჯერ მოაყენეს ტკივილი.