“დაუკვირდით, რას ისმენთ: რომელი [ფიქრების და შესწავლის] საწყაოთიც მიუწყავთ [ჭეშმარიტებას, რომელსაც ისმენთ], იმავე [ცოდნა და სიკეთე] მოგეწყვებათ და [უფრო მეტი] მოგემატებათ“. – მარკოზის 4:24
თუ მორწმუნე ხარ, ალბათ ყოველდღე ცდილობ წმინდა წერილის შესაბამისად იფიქრო, მაგრამ აბა დაუკვირდი, ხომ არ ურევ მათ შენს ნეგატიურ აზრებთან, ან რაიმე შემთხვევით ფიქრებთან, რაც გონებაში მოგდის?
დიდი ხნის მანძილზე, უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი რაც შემთხვევით თავში აზრად მომდიოდა, ამ აზრების უმეტესობა ან სატანის ტყული იყო, ან უბრალოდ სისულელე. წაიკითხეთ მარკოზის სახარების 4:24, რომელიც გვეუბნება, რომ რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ ღვთის სიტყვაზე ფიქრში, მით უფრო მეტი ძალა და უნარი გვექნება, რომ მისი მოწოდებით ვიცხოვროთ. ეს მუხლი ასევე ამბობს, რომ რაც უფრო მეტად ვკითხულობთ და ვისმენთ ღვთის სიტყვას, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება მის გასაგებად.
ჩვენ სხეულში ვიმყოფებით, რომელიც ზარმაცია და ღვთისაგან რაიმეს მიღება, საკუთარი ძალისხმევის გარეშე გვსურს, მაგრამ ეს არასწორია, რადგან ღვთის სიტყვიდან მხოლოდ იმდენის მიღებას შეძლებთ, რამდენი ძალისმევის გაღებაც თავად გსურთ ამისთვის. მოგიწოდებ, რომ მიიღო გადაწყვეტილება და ყოველდღიურად იფიქრო ღვთის სიტყვაზე, რადგან რაც უფრო ხშირად გააკეთებ ამას, მით უფრო მეტ მადლსა და ცოდნას მიიღებ ღმერთისგან!
დაიწყე ლოცვა
უფალო, გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ყოველდღე უფრო მეტი დრო გავატარო შენი სიტყვის შესწავლაში. ვიცი, თუ ასე მოვიქცევი, ბევრს მივიღებ და შენგან მეტი ცოდნა და სიკეთე შემემატება.