
„აკეთო“, არამედ „იყო“„არამედ თქვენ მიიღებთ ძალას (შესაძლებლობას, უნარს, ძალაუფლებას), როცა გადმოვა
სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, … და დედამიწის კიდემდე
(შორეულ მზარეებამდე)“. – მოციქულთა საქმეები 1:8
მახსოვს, ახალად გაქრისტიანებული და ეკლესიის მსახურებაში აქტიურად ჩართული რომ ვიყავი, ჩემს პრობლემებზე გამარჯვებას ვერ ვაღწევდი. მეგონა, თუ ქრისტიანის შესაბამისად მოვიქცეოდი და სათანადოდ გამოვიყურებოდი, მაშინ ბედნიერი ვიქნებოდი. მაგრამ სწორად მოქცევა საკმარისი არ აღმოჩნდა, მე შინაგანად მჭირდებოდა შეცვლა.
მოციქულთა საქმეების 1:8 ღმერთის ძალაუფლების მიღებაზე საუბრობს, რათა მისი მოწმეები გავხდეთ. დააკვირდით, ამ მუხლში არ არის ნათქვამი ღმერთზე დამოწმება, ის ამბობს, რომ ვიყოთ მისი მოწმეები. დამოწმება და მოწმედ ყოფნა სხვადასხვა რამეა. გარეგნულად „გაპრიალებული“ ვიყავი, შინაგანად კი სრულიად „არეული“. ხშირად შინაგანი ქარიშხალი ფეთქდებოდა ხოლმე ჩემში და ყველა ხედავდა, რომ სინამდვილეში არ ვიყავი ის, როგორადაც თავს ვაჩვენებდი.
საბედნიეროდ, მივაღწიე ზღვარს, სადაც ძალიან მჭირდებოდა ღმერთის მოქმედება ჩემს ცხოვრებაში და ვიცოდი, რომ ის უნდა ყოფილიყო იმაზე მეტი, ვიდრე რაც მანამდე გამოვცადე ღმერთთან ურთიერთობაში. ლოცვაში ღმერთს ღაღადებით ვთხოვე დახმარება, ის კი ჩემს ცხოვრებას თავისი დიდებით შეეხო და სულიწმინდის ჩემზე გარდმოსვლით, მისადმი ჭეშმარიტი სიყვარული მიბოძა. ამიერიდან უკვე აღარასოდეს დამჭირვებია თამაში.
მოგიწოდებთ, რომ თქვენც მიიღოთ სულიწმინდის ასეთივე ძალა და ის დაგეხმარებათ არა უბრალოდ „აკეთოთ“, არამედ „იყოთ“.
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, გთხოვ, რომ შენი ძალაუფლება მომცე, რათა არა უბრალოდ „ვაკეთო“ არამედ „ვიყო“. მინდა მთელი ჩემი არსებით შეგიყვარო და შენ გამოგყვე.