ჩვენი წყარო ღმერთია, არა ქვეყნიერება

„ხოლო ის [ღმერთი], ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს – საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს [ასაზრდოვებს] თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს [რომელიც აქტიურად სიკეთის კეთებაში და ქველმოქმედებაში გამოიხატება]“. –2 კორინთელთა 9:10

ღმერთის ფინანსური სისტემა ამ ქვეყნიური სისტემის მსგავსი არ არის. მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება ჩვენს გარშემო, არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ. მიუხედავად იმისა, რომ ამქვეყნიური ფინანსური სისტემა ხშირად არასტაბილურია, ღმერთის სიყვარული მუდამ უცვლელია და ჩვენი მყარი ცხოვრების საფუძვლად რჩება. შეგვიძლია

დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ მიუხედავად ნებისმიერი სიტუაციისა, ღმერთს ჩვენი დახმარება სურს და ის მზად არის მოწყდეს თავის საქმეებს, რათა ჩვენს ყოველდღიურ, მარტივ საკითხებში ჩაერთოს.

2 კორინთელთა 9:10 ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ღმერთი ჩვენს საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საჭირო საზრდოს მოგვცემს.

ღმერთია ის, ვინც ჩვენს საჭროებებს აკმაყოფილებს. ჩვენი სამსახური კი არ წარმოადგენს ჩვენს საარსებო წყაროს, არამედ ღმერთი. ამიტომ, თუ სამსახურის და ინვესტიციის გარეშე დავრჩებით, თავი უიმედოდ არ უნდა ვიგრძნოთ, რადგან ღმერთს შეზღუდვები არ აქვს. მას ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილება სხვა გზებით შეუძლია, ისეთი გზებით ჩვენ რომ ვერ წარმოგვიდგენია და ვერც წინასწარ შეგვიძლია მათი განჭვრეტა.

მათეს 6:26 გვიდასტურებს, რომ თუ ღმერთი ფრინველებზე ზრუნავს, შეგვიძლია გვწამდეს, რომ ის ჩვენზეც აუცილებლად იზრუნებს. გწამს, რომ ღმერთს შენზე ზრუნვა შეუძლია?

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მადლობას გიხდი შენი ერთგულებისათვის, საიმედოობისათვის და ჩემი საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება, მე შენზე ვარ დაიმედებული და მსურს რომ მხოლოდ შენ ერთადერთმა აღავსო ჩემი საჭიროებები.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon