ღმერთი თქვენს კვანძებს რიგრიგობით ხსნის

„დაე, უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულსა [მისი შემეცნებისა და გამოვლენაში] და ქრისტეს მოთმინებაში“. – 2 თესალონიკელთა 3:5

წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება ახლართული თასმების კვანძებად, რომელშიც ყველა თასმა სხვადასხვა ფერია. თითოეული კვანძი პრობლემას განასახიერებს. ამ კვანძების გახსნისა და პრობლემებიდან გამოსვლის პროცესი დროსა და ძალისხმევას საჭიროებს. დიდი დრო დასჭირდა მათ გაკეთებას და დიდი დრო დასჭირდება ყველა მათგანის გახსნასაც.

ჩვენ თანამედროვე, მყისიერ საზოგადოებაში ერთი საკითხიდან მეორეზე სწრაფად გადასვლის ტენდენცია გვაქვს, მაგრამ ღმერთი არასოდეს ჩქარობს. ის არასოდეს ნებდება და არ კარგავს მოთმინებას, ის ჯერ ჩვენს ერთ კონკრეტულ საკითხს მოაგვარებს, შემდეგ ცოტა დასვენების საშუალებას მოგვცემს, მაგრამ არა ძალიან დიდი ხნით, მალე ისევ სხვა რამეზე დაიწყებს მუშაობას და გააგრძელებს მანამდე, სანამ სათითაოდ ყველა კვანძი არ გაიხსნება.

თუ ზოგჯერ გეჩვენებათ, თითქოს არანაირი პროგრესი არ გაქვთ, ეს იმიტომ ხდება, რომ უფალი სათითაოდ ხსნის თქვენს კვანძებს. დაე, მისი მოთმინება თქვენშიც განვითარდეს და ადრე თუ გვიან თქვენც იხილავთ გამარჯვებას და განიცდით იმ თავისუფლებას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გსურდათ.


დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მიხარია რომ შენ ყველა ჩემი არეულობის მოგვარება და ჩემი ცხოვრების გამოსწორება შეგიძლია. დამეხმარე, გამოვიმუშავო სიმტკიცე და მოთმინება, რადგან შენ ჩემს ცხოვრებაში განუწყვეტლივ მოქმედებ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon