პასუხისმგებლობის აღება

„ნეტარია (ბედნიერი, წარმატებული, შესაშური) კაცი, რომელსაც წვრთნი უფალო, და ასწავლი შენს რჯულს, რათა მისცე მას ძალა სიმშვიდე შეინარჩუნოს. რათა მოასვენო ავი დღეებისგან, ვიდრე [გარდაუვალი] ორმო გაეთხრებოდეს ბოროტეულს“. – ფსალმუნი 93:12-13

როდესაც ცხოვრება ანდა ადამიანები იმედს გვიცრუებენ, სიმშვიდის და წონასწორობის შენარჩუნების და ჩვენს ცხოვრებაში ღმერთის მოწოდების აღსრულების პასუხისმგებლობა ჩვენზეა.

დაფიქრდი 93-ე ფსალმუნის მე-12 და მე-13 მუხლებზე. ყურადღება მიაქციე – იქ არ წერია, რომ ღმერთი სიმშვიდეს გვინარჩუნებს. იქ ნათქვამია, რომ ღმერთი გვაძლევს ძალას, რათა თავად შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ჩვენ ღმერთს ვეთანამშრომლებით. მისი წილია მოგვცეს ჩვენ უნარი, ხოლო ჩვენი წილია ვიყოთ პასუხისმგებლიანები და გამოვიყენოთ ეს უნარი.

პასუხისმგებლობა ნიშნავს „პასუხი ვაგოთ ჩვენთვის ბოძებულ უნარზე“. უპასუხისმგებლო ადამიანს უნდა, რომ ყველაფერი ღმერთმა გააკეთოს, თავად კი არაფერი აკეთოს და მხოლოდ საკუთარ გრძნობებს აჰყვეს. ნუ დაუშვებ, რომ შენმა გრძნობებმა ყველაფერი წყალში ჩაგიყაროს. ახლავე ხმამაღლა განაცხადე: „დავასრულე თვითშეცოდება!“ გპირდები, თუ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებ და მას არ გაექცევი, შედეგად თავს გაცილებით უკეთ იგრძნობ.

ღმერთი ზრუნავს შენზე, მაგრამ ის შენს გასაკეთებელ ნაწილს არ გააკეთებს. მან მოგცა უნარი, შენი წილი საქმის შესასრულებლად და ნება მომეცი ხაზი გავუსვა – ის შენს შესასრულებელ ნაწილს არ გააკეთებს! გამოწვევას გიკეთებ, რომ მტკიცედ დადგე, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და დაიწყო ღმერთთან თანამშრომლობა, რათა იქონიო ღმერთის მიერ შენთვის განსაზღვრული კურთხეული ცხოვრება!

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, შენი სიტყვა ამბობს, რომ შენ მომეცი სიმშვიდის შენარჩუნების უნარი. დღესვე ვღებულობ მას. არ დავუშვებ, რომ ჩემმა გრძნობებმა ცხოვრება გამიფუჭონ, ამიტომ პასუხისმგებლიანი ვიქნები და ისე ვუპასუხებ მათ, როგორც შენ გსურს რომ ვუპასუხო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon