„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღრმთოთა რჩევას, და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში“. – ფსალმუნი 1:1 (NIV)
დღევანდელი საზოგადოების მორალურ სტანდარტებზე უფრო მაღალი ცხოვრება, მოიცავს არჩევანს იმაზე, თუ რაზე ვისაუბრებთ, რას ჩავიცვამთ, რას წავიკითხავთ, რა სახის გადაცემებს და ფილმებს ვუყურებთ. ეს ასევე მოიცავს ჩვენს პატიოსნებას პირად ცხოვრებაში, სხვა ადამიანთა მიმართ და ასევე ბიზნესსა თუ პროფესიულ ცხოვრებაში.
როგორც ქრისტიანებმა, ჩვენ უნდა გავამხნევოთ და მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ ღმერთის სტანდარტებით ვიცხოვროთ და ამქვეყნიურ ზეწოლას შევეწინააღმდეგოთ. ეს ცნობილი გამოთქმა კარგ რჩევას გვალევს: „ყურადღება მიაქციე შენს ფიქრებს, რადგან ისინი სიტყვებად გარდაიქმნებიან. ყურადღება მიაქციე შენს სიტყვებს, რადგან ისინი ქმედებებში გადადიან. ყურადღება მიაქციე შენს ქმედებებს, რადგან ისინი ჩვევებად იქცევიან. ყურადრება მიაქციე შენს ჩვევებს, რადგან ისინი შენს ხასიათს აყალიბებენ. ყურადღება მიაქციე შენს ხასიათს, რადგან ის შენს ბედს განაპირობებს“.
ღმერთის მიერ კაცობრიობისათვის ბოძებული ერთ-ერთი დიდებული ძღვენი – თავისუფალი არჩევანია. თუ გვინდა ღმერთის მიერ ჩვენთვის განსაზღვრული კურთხევებით დავტკბეთ, მაშინ საჭიროა, რომ ჩვენი არჩვეანი, რომელსაც სხვადასხვა სახის ცხოვრებისეულ საკითხებთან მიმართებაში ვაკეთებთ, ღმერთის სიტყვის და ფასეულობების შესაბამისი იყოს და არა ამქვეყნიური, ზიანის მომტანი ფასეულობების ანარეკლი.
მოგიწოდებ, რომ ყველა შენს გადაწყვეტილებაში ღმერთს ემსახურო და ყველაფერში რასაც აკეთებ, მას მიანიჭო უპირატესობა.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, არ მინდა ამქვეყნიური სტანდარტების მიხედვით ვიცხოვრო. ჩემს ცხოვრებაში უპირატესობას შენ განიჭებ, რადგან ვიცი, რომ შენი გზები საუკეთესოა.