რისი იმედი გაქვს?

„დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს [თქვენს თავშესაფარს], იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ“. – ზაქარია 9:12

ერთი კითხვა მინდა დაგისვათ: რისი იმედი გაქვთ? რისი მოლოდინი გაქვთ ცხოვრებაში? ელოდებით, რომ თქვენს თავს რაღაც კარგი მოხდება, თუ იმედგაცრუებას მოელით?

დღეისათვის მრავალი ადამიანი უიმედობაშია. მაგრამ, იესო ჩვენი უიმედოდ ყოფნისათვის არ წამებულა. ის ეწამა, რათა ჩვენ იმედით აღსავსენი ვიყოთ.

ეშმაკს სურს შენი იმედი მოგპაროს და ის შეეცდება მოგატყუოს. ის გეტყვის, რომ შეუძლებელია შენს ცხოვრებაში რაიმე კარგი მოხდეს ანდა, რომ კარგი მოვლენები დიდ ხანს არ გაგარძელდება. თუ რთულ ვითარებაში ხარ, ის გეტყვის, რომ ეს არასოდეს დასრულდება. მაგრამ, მოგიწოდებ იმედით აღივსო და არ დაგავიწყდეს, რომ ეშმაკი მატყუარაა. ღმერთს ყველაფრის შეცვლა შეუძლია!

ჩვენი მამა ღმერთი კეთილია და მას შენი ცხოვრების კეთილი გეგმა აქვს განსაზღვრული. თუ იმედს შეინარჩუნებ, განსაკუთრებით გაურკვევლობის და სირთულის ჟამს, ის შენი დანაკარგისათვის ორგამად მოგაგებს. ამიტომ, უარი განაცხადე დანებებაზე. იქონიე მოლოდინი, რომ ღმერთი რაღაც კარგს მოახდენს შენს ცხოვრებაში!

დაიწყე ლოცვა

უფალო, ჩემი იმედი შენშია. სატანა მატყუარაა, მე მას არ მოვუსმენ და ჩემ იმედს არ დავკარგავ. მოლოდინი მაქვს, რომ შენ ჩემს ცხოვრებაში კეთილ მოვლენებს მოახდენ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon