„არ მოშორდნენ ისინი შენს თვალებს, შეინახე შენი გულის წიაღში. რადგან ისინი სიცოცხლეა მათი მპოვნელისათვის და კურნებაა მთელი მისი ხორცისათვის“. – იგავნი 4:21-22
ბიბლია ჩვეული წიგნი არ არის. მის ფურცლებზე დაწერილი სიტყვები ჩვენი სულის წამალია. მას ჩვენი ცხოვრების შეცვლის ძალა გააჩნია, რადგან ღმერთის სიტყვაში არის სიცოცხლე! როდესაც ღმერთის სიტყვის ძალას და ჭეშმარიტებას აღმოაჩენ, დაინახავ, რომ შენს ცხოვრებაში ისეთი ცვლილები მოხდება, რომლებიც მხოლოდ ჭეშმარიტების შედეგად ხდება. შენ ასევე ისწავლი, როგორ აღმოაჩინო სიცრუე, რომელსაც ეშმაკი გიმზადებს.
თუ შენ ახლახანს დაიწყე ბიბლიის შესწავლა და თავს შეშინებულად გრძნობ, ნუ იფიქრებ, რომ ის ერთბაშად უნდა წაიკითხო და მყისვე გაიგო ყველაფერი. მოთმინებით მოეპყარი საკუთარ თავს. მთავარია, რომ დაიწყო და გულმოდგინედ განაგრძნო. ყოველ ჯერზე, როდესაც ბიბლიას კითხულობ და უღრმავდები მას, შენ რაღაც ახალს სწავლობ.
იგავების 4:20 ამბობს: „შვილო ჩემო, ჩემს სიტყვებს მოუსმინე…“. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყურადღებით მოსმენა უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე უბრალოდ წაკითხვა – ეს ნიშნავს იფიქრო წმინდა წერილზე ან განუწყვეტლივ ატრიალო ის შენს გონებაში.
როგორც კი ღმერთის სიტყვის კითხვაში და მასზე ფიქრში გავატარებთ დროს და ყველაზე მეტად მის დათანხმებას ვისწავლით, ჩვენ სულიწმინდის სიცოცხლითა და ძალით აღვივსებით.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მადლობას გიხდი შენი სიტყვისათვის, რომელსაც სიცოცხლის მომნიჭებელი ძალა გააჩნია! როცა მას წავიკითხავ და შევისწავლი, გთხოვ მასწავლე, რა გსურს რომ ვიცოდე და შენი განკურნების ძალა მოიტანე ჩემს ცხოვრებაში.