ღმერთის სიტყვა განაცხადე

„და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ – დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე“. – იესო ნავეს ძე 1:8

ღმერთი გვეუბნება, რომ რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ მის სიტყვაზე ფიქრსა და საუბარში, მით უფრო მეტ სარგებელს ვნახავთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და უფრო ახლო ურთიერთობა გვექნება მასთან. უფალი იმასაც გვპირდება, რომ ამგვარად ხელი მოგვემართება და წარმატებულნი ვიქნებით (იხილე იესო ნავეს ძე 1:8).

შემიძლია საკუთარი ცხოვრებიდანაც დავამოწმო იგივე, რადგან მრავალი განსაცდელისა და გამოუვალი მდგომარეობის დროს, ღმერთის სიტყვის რწმენასა და მის აღიარებას ჩემს ცხოვრებაზე ზეგავლენა მოუხდენია.

არის რაღაც ძალიან ძლიერი ღმერთის სიტყვის ხმამაღლა აღიარებაში. ეს არის გზა, რომლითაც მიზანმიმართულად ვსწავლობთ სწორი ფიქრების ქონას. შესანიშნავია ღმერთის სიტყვის წაკითხვა და მისი გულით მიღება, მაგრამ როდესაც ხმამაღლა აღიარებ მას, შენ აქტიურ მოქმედებაში ხარ ღმერთის სიტყვასთან და ათავისუფლებ მის ძალას შენს ცხოვრებაში.

მოგიწოდებ, რომ დრო გაატარო ღვთის სიტყვის კითხვასა და მასზე ფიქრში, შეუსაბამეთ თქვენი აზრები მას, მაგრამ ასევე მოგიწოდებთ, რომ ხმამაღლაც განაცხადოთ ის. თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი ცხოვრების შეცვლა, იმის აღიარებით, რასაც ღმერთი ამბობს. წაიკითხე და ხმამაღლაც თქვი ღმერთის სიტყვა ნებისმიერ ვითარებაში.


დაიწყე ლოცვა

ღმერთო, მინდა შენი სიტყვის სრული ძალა გამოვათავისუფლო ჩემს ცხოვრებაში. შენი სიტყვის შესწავლის და მასზე ფიქრთთან ერთად, დღეიდან მას ხმამაღლაც განვაცხადებ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon