
„მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია (მხსნელი, მესია) [დამკვიდრებული], ის (სრულიად) ახალი ქმნილებაა. ძველმა [მორალმა და სულიერმა მდგომარეობამ] განვლო და ახლა ყოველივე ახალია!“ – 2 კორინთელთა 5:17
არასწორი არჩვანი სინანულს იწვევს. როდესაც სინანულს განვიცდით, მას უნდა გავუმკლავდეთ და საშუალება მივცეთ გვასწავლოს, როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი მომავალში.
მესმის, რომ პირველ ეტაპზე არასწორ არჩევანს სინანული მოაქვს. მახსოვს, რამოდენიმე წლის წინ, შენს მეუღლეს – დეივს ვუყურებდი და ჩვენს შორის სხვაობა დავინახე, რადგან ის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ვარჯიშობდა, ამიტომ ჯანმრთელი, ძლიერი და ფიზიკურად კარგ ფორმაში იყო.
ჩემი პირველი რეაქცია სინანული იყო, რომ მე დეივივით ძლიერი არ ვიყავი. შემდეგ კი გავიაზრე, რომ მე ამის შეცვლა შემეძლო. ახლა რეგულარულად ვვარჯიშობ და გაოცებული ვარ იმ შესანიშნავი სხვაობით, რომელიც ამ ვარჯიშის შედეგად მივიღე.
ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთში შენ ახალი ქმნილება ხარ. არ ხარ ვალდებული კვლავ ძველებულად იცხოვრო. სულიწმინდის შთაგონებით შენ ახლა ახალი, უკეთესი არჩევანის გაკეთება შეგიძლია. თუ შეამჩნევ, რომ წარსულში გაკეთებული, არასწორი არჩევანის გამო სინანულში იმყოფები, ნუ მოტყუვდები და ნუ ჩათვლი, რომ მისი გამოსწორება ახლა უკვე ძალიან გვიანია. არასოდეს არის გვიან იმის გაკეთება, რაც სწორია და არ გადაუხვიო ამ გზას.
როდესაც უკეთესი არჩევანის გაკეთებას დაიწყებ, აღმოაჩენ, რომ ყოველდღე შეგიძლია ისიამოვნო შენი კურთხეული ცხოვრებით.
დაიწყე ლოცვა
სულოწმინდაო, ვიცი, რომ ახლა ახალი ქმნილება ვარ. არ მინდა რომ წარსულის სინანულში ვიცხოვრო. დამეხმარე სწორი არჩევანი გავაკეთო, რათა ვისიამოვნო შენს მიერ ჩემთვის განსაზღვრული მომავლით.