„სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჩემით [ყველაზე მეტად ცოდვილში] პირველად ეჩვენებინა მთელი სულგრძელება მათდა სამაგალითოდ, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის“. – 1 ტიმოთეს 1:16
ქორწინება შესაძლოა არ არის ისეთი კარგი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ვიღაცეებს უწევთ იმ შეურაცხყოფასა და ტკივილის ატანა, რომელიც მეუღლემ მიაყენა. ვიცი, რომ ძნელია ისევ ისეთი გულღია იყო, მას შემდეგ, რაც გული გატკინეს, მაგრამ ვერავინ დაგპირდება, რომ ვინმეს სიყვარული ტკივილს არ მოგაყენებს, სინამდვილეში არ შეგიძლია გიყვარდეს, თუ მზად არ იქნები ტკივილისთვის. ეს შეუძლებელია.
ნამდვილი სიყვარული გამოხატულია წყალობითა და პატიებით. სიყვარული მზად არის მეორე შანსის მისაცემად. მას სურს, რომ ისევ მიენდოს, ელის შემდეგ ჯერზე სწორად მოქცევას და სჯერა საუკეთესოსი.
მესმის, რომ შეიძლება შენს ქორწინებაში დიდი ტკივილი იყოს, იმ მცირე რაღაცებთან ერთად, რომლებთანაც ყოველდღიურად გიწევს გამკლავება, მაგრამ მაინც საჭიროა გადაწყვიტო და გათავისუფლდე მუდმივად ამ გაღიზიანებაზე ფიქრისაგან, შემდეგ კი ილოცე და სთხოვე ღმერთს მადლი და ძალა მოგანიჭოს, რომ ნამდვილად აპატიო.
თუ ვერ ახერხებ, რომ მეუღლისათვის მიმტევებელი იყო, სთხოვე უფალს, გამოავლინოს რამ გამოიწვია შენი წყენა ანდა რისხვა. შეიძლება გაოცდე იმით, რასაც უფალი დაგანახებს, მაგრამ ამის შემდეგ აუცილებლად გადაწყვიტე, რომ გაუშვა წყენა. გადაწყვიტე, რომ აპატიო მეუღლეს, იარო მოთმინებაში და ეპყრობოდე მას ღმერთის საოცარი, უსასრულო სიყვარულით.
დაიწყე ლოცვა
ღმერთო, მინდა რომ ჩემი ქორწინება მაქსიმალურად საუკეთესო იყოს. დამეხმარე გავთავისუფლდე ყველენაირი უპატიებლობისაგან და მოთმინებით მიყვარდეს ჩემი მეუღლე ისე, როგორც შენ გინდა რომ მიყვარდეს.