განუწყვეტლივ ილოცეთ

„…არ გაქვთ, რადგან არ სთხოვთ ღმერთს“. –  იაკობის 4:2 (NIV)

დაახლოებით ოცი წლის წინ, ჩემი ცხოვრება ამ წინადადებამ შეცვალა: „არ გაქვთ, რადგან არ სთხოვთ ღმერთს“. ამ მოკლე მუხლმა გამიხსნა კარი, რომლის მეშვეობითაც აღმოვაჩინე განუწყვეტელი ლოცვის დიდებული ძალა.

ჩემი ცხოვრების იმ პერიოდში, ბევრი რამის გამო ვიყავი დასტრესილი – ვცდილობდი ჩემი მსახურება გამეზარდა, ვცდილობდი ჩემს ქმარს გაეკეთებინა ესა თუ ის, ვცდილობდი ჩემი შვილები სხვაგვარად მოქცეულიყვნენ, ვცდილობდი სხვა ადამიანებს ის ეკეთებინათ, რაც მე მსურდა, ვცდილობდი ზოგადად ყველაფერი ჩემით მეკეთებინა და როგორც ხვდებით, ამან არ გაამართლა.

როგორც გადაღლილმა, იმედგაცრუებულმა, ახალგაზრდა ქრისტიანმა, ერთ დღეს გავაცნობიერე, რომ მხოლოდ ჩემი ძალებით ცხოვრებასთან შეჭიდება უსარგებლო იყო. მჭირდებოდა, რომ ჩემი პრობლემები ღმერთთან მიმეტანა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მჭირდებოდა რომ უფრო მეტი მელოცა.

როდესაც ვიაზრებთ ღმერთის სიყვარულსა და მის გეგმებს ჩვენი ცხოვრებისთვის, მაშინ შეგვიძლია გავიგოთ იმ კარის შესახებ, რომელსაც ის გვიღებს. ამ ყველაფერს კი მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც ღმერთთან ვსაუბრობთ, როცა მის ხმას ვუსმენთ და ვაღრმავებთ მასთან ურთიერთობას.

მათეს 7:7-ში იესო გვეუბნება: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვნით, დააკაკუნეთ (მოწიწებით) და გაგეღებათ (კარი)“.

ხშირად, ლოცვას მაშინ მივმართავთ, როდესაც უკვე დანებების პირას ვართ, ხოლო როცა ლოცვებზე სწრაფად ვერ ვიღებთ პასუხს, ვნებდებით. დღეს მინდა მოგიწოდოთ, რომ არა უბრალოდ ილოცოთ, არამედ განუწყვეტლივ ილოცოთ! ნუ დაისტრესავთ თავს ყველაფრის თქვენი ძალებით კეთებით, ლოცვებში გადაეცით ყველაფერი ღმერთს.

გახსოვდეთ, მან აღგვითქვა, რომ როცა მას მოვძებნით, ვიპოვით. მოდით, ვილოცოთ და ვეძებოთ ის მთელი გულით.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, გთხოვ ხშირად შემახსენე, რომ ყველა პრობლემით მოგმართო შენ. დავიღალე მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ბრძოლისაგან. შენი მმართველობა, შენი მითითებები მჭირდება. ყოველ დღე მთელი გულით შენ და შენს ნებას ვეძებ და ჩემს იმედს შენზე ვამყარებ.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon