საზღვრებს გარკვეული დანიშნულება აქვთ!

„მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს“. – იგავნი 3:5-6 (NIV)

ვარჯიში თვითკონტროლსა და თვითდისციპლინაში, და ასევე, ჩვენს ცხოვრებაში შეზღუდვებისა და საზღვრების დაწესება, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ცხოვრება, დისციპლინის გარეშე, არის დაუდევრობით სავსე ცხოვრება.

ღვთის სიტყვა ადგენს აუცილებელ საზღვრებს, რათა ღმერთის უსაფრთხო ზონაში გვამყოფოს. ის გვეუბნება რა გავაკეთოთ, ან რა ჯობია რომ არ გავაკეთოთ, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ.

როგორც ქრისტიანებმა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ რისკიანი ცხოვრება რაღაც მხრივ ამაღელვებელია. ჩვენ მოგვწონს საკუთარი თავის იმიჯი: „დიახ, ეს მე ვარ და მე რისკიანი ცხოვრება მაქვს“.

ეს უკვე პოპულარული შეხედულება გახდა ცხოვრებაზე. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ღმერთს არ მოსწონს ასეთი ცხოვრება, რადგან როდესაც მუდმივად რისკში ვცხოვრობთ, ჩვენთვის ცდომილების ზღვარი აღარ არსებობს.

გზატკეცილებს აქვს ხაზები. თითო გვერდებზე და ერთი შუაში, ეს ხაზები ჩვენი მოძრაობისას ქმნიან ზღვარს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. თუ გვერდითა ხაზს გადავკვეთთ, თხრილში აღმოვჩნდებით, თუ შუაში მდებარე ხაზს გადავკვეთთ, შეიძლება მოვკვდეთ. ჩვენ მოგვწონს ეს ხაზები, რადგან ისინი ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ.

ჩვენს ცხოვრებაშიც ასეა, თუ გვაქვს შეზღუდვები და საზღვრები, თავს უკეთესად ვგრძნობთ და ღმერთის სიმშვიდეში ვრჩებით.

მთავარი ის არის, რომ მივიდეთ ღვთის სიტყვასთან, საიდანაც ის ადგენს ყველა ზღვარს, რომელიც ჩვენი დღეგრძელი ცხოვრებისთვის გვჭირდება. დაე, ღმერთმა წარმართოს თქვენი ბილიკები ყოველდღიურად.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, ვხვდები, რომ ჩემს ცხოვრებაში გარკვეული საზღვრები მჭირდება. დღეს შენი სიტყვის კითხვისას დამანახე, შენს მიერ განსაზღვრული, ჯანსაღი საზღვრები სად და როგორ დავიცვა.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon