დიახ, თქვენ ეს შეგიძლიათ!

„არ შეგმთხვევიათ განსაცდელი (ცდუნების დაძლევის ბრძოლა),  გარდა ადამიანურისა [მიუხედავად მისი წარმოშობისა]“ – 1 კორინთელთა 10:13

ცხოვრების გზაზე ყველას გვხვდება ცდუნება და ეს გარდაუვალია. კითხვა იმაში არ მდგომარეობს, შეგვხვდება ცდუნება თუ არა. კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად ვიქნებით მზად გარკვეული ცდუნების გამკლავებისათვის.

მინდა კარგად გესმოდეთ: თქვენ ცდუნების დაძლევა შეგიძლიათ. ნუ იტყვით: „ჯოის, არა მგონია შევძლო“. ამოიღე „არ შემიძლია“ შენი სიტყვათა მარაგიდან.

მართალი ხარ, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ამას ვერ შევძლებთ. მაგრამ, როდესაც შენი გული ღმერთის სიტყვითაა აღვსილი, როდესაც მის ძალას და აღთქმებს ხარ მინდობილი, ნებისმიერ ცდუნებასთან გამკლავებას შეძლებ.

წლების განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ცდუნების გამკლავებაში ხუთ მნიშვნელოვან საკითხს უნდა ვითვალისწინებდეთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გონიერები უნდა ვიყოთ. სანამ გარკვეულ არჩევანს გააკეთებ ანდა რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ, დაფიქრდი იმ შედეგებზე, რაც მათ მოყვება. გახსოვდეს, სიბრძნე წინდახედულია!

გარდა ამისა, უნდა გვწამდეს, რომ ცდუნებასთან გამკლავება შეგვიძლია. თვითკრიტიკა, დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა თავიდანვე უნდა აღმოვფხვრათ საკუთარ თავში. თუ დასაწყისშივე იზრუნებ ამაზე, ეს გრძნობები შენზე ზემოქმედებას დაკარგავენ, მაგრამ თუ უგულვეელყოფ მათ აღმოფხვრას, მათგან გათავისუფლება რთული იქნება. მესამე – ჩვეული გახადე ყოველდღიურობაში ცდუნებასთან გამკლავება. ბრძოლის მოლოდინში უფრო ფხიზლად იქნები. მეოთხე – თავი აარიდე შენი სისუსტეების გამოცდას. ნუ ჩაიგდებ თავს ისეთ ვითარებაში, სადაც ადვილად შეიძლება დაეცე. თუ ფულის ხარჯვის დისციპლინა გაკლია, ნუ წახვალ სავაჭრო ცენტრში, თუ კონკრეტული ნივთის საჭიროება არ გაქვს.

და ბოლოს, ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნები. ცდუნებისაგან არ ვთავისუფლდებით. ძალიან ადვილია ჩათვალო, რომ გაიზარდე და გაძლიერდი, მაგრამ როდესაც ცდუნების პირისპირ აღმოვჩნდებით, იოლ მსხვერპლად ვიქცევით ხოლმე.

ღმერთს სურს ენდობოდე, რომ ის გამარჯვებას შენი ცხოვრების ყველა დარგში მიგაღწევებინებს. გახსოვდეს, მისი მადლით შენ შეგიძლია!

დაიწყე ლოცვ

ღმერთო, მესმის, რომ ცდუნება ცხოვრების ნაწილია. დამეხმარე მხნედ ვიყო და ცდუნების ჟამს არ დავეცე. მადლობას გიხდი სიბრძნისათვის და შენი მადლისათვის, რომლის მეშვეობით ნებისმიერი სახის ცდუნების დაძლევა და შენს გამარჯვებაში ცხოვრება შემიძლია.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon